Translate

Search This Blog

Friday, June 29, 2012

Tbilisi Shopping Guide



 Tbilisi Shopping Guide,მსგავსი სათაურის რუბრიკას  თითქმის ყველა ჟურნალში ნახავთ და თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ და გონებაც გიჭრით,მიხვდებით რომ ეს ფურცლები  მხოლოდ მოცულობის გასაზრდელად ან რეკლამისთვის არის გამოყენებული,იმიტომ რომ რეალურად არჩევანის გაკეთებაში არ გვეხმარება.ვერ გვეუბნებიან თუ რა ტენდენციები ჭარბობს თბილისის მაღაზიებში რა საფასო სეგმენტზეა გათვლილი პროდუქცია და ა.შ.ელიტარული მაღაზიებიდან გამოტანილი უამრავ ნულში გამოხატულ ფასს ბევრის ჯიბე ვერ გასწვდება.
 დღევანდელი დილა მშვენივრად დაიწყო,სასიამოვნო სიგრილემ გამაღვიძა და გადავწყვიტე გმრიელ საუზმესთან უკვე ვეღარ,მაგრამ ლანჩთან ერთად ჩემი თავისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და მაღაზიებში წამეყვანა.მსუყე ჩიზ-ქეიქის მირთმევის შემდეგ თავი დამნაშავედ ჩავთვალე და უკვე მტკიცედ გადავწყვიტე მაღაზიები დამევლო მეგობართან ერთად.
 როგორც ჩანს პასტელის ფერები კარგად აგვითვისებია.ბაცი ცისფრით,ვარდისფრით,ატმისფრით,ყვითლით და მსგავსი ფერებითაა გაფერადებული დახლები.იქნება ეს სამოსი,ფეხსაცმელი,ჩანთა თუ სხვა ნებისმიერი აქსესუარი.ვერ ვიტყვი,რომ ეს ტენდენცია არ მომწონს,მაგრამ უკვე ყელში ამომივიდა ერთ ფერებში გამოწყობილი თბილისი,მგონი ამათ ისევ შავი სჯობს.



 კიდევ ერთი ტენდენცია,რომელსაც მხოლოდ თბილისს ვერ დავაბრალებთ ''პრინტებია''.''პრინტები'' ყველგან და ყველაფერზე,გემოვნებისა და ესთეტიკის დაცვა აქაც არ იქნებოდა ურიგო.თეთრი მაისურის აღება,3-4 ფერის საღებავის ზედ ''დაწინწკვლა'' და ფასის ადგილას ორი ნული არც მეტი არც ნაკლები თავხედობად მიმაჩნია,მხოლოდ უცხოურ ბრენდებსა და ფაბრიკებს ნუ დააბრალებთ და ქართველი დიზაინერების ნაწარმსაც შეხედეთ (რა თქმა უნდა ყველა არ იგულისხმება).



 ''ჰერმესის'' ჩანთები,ფეხსაცმელები,უცნაურად გალაკული ''დიორის'' ჩანთები ალბათ აღარ წარმოადგენს სიახლეს.ჩემდა გასაკვირად და გულის გასახეთქად ის ''შანელის'' ''ესპადრელები'' შემხვდა,რომელიც ასე ძალიან მომწონს და მასთან მხოლოდ ონლაინ ურთიერთობა მაკავშირებს.რა თქმა უნდა ''პატენტი და 200 ლარად შეფასებული,ფასის დაკლების პერსპექტივით.





 მემგონი თემას მეც გადავუხვიე და სუბიექტურ მისწრაფებებზე გადავერთე.
ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა,რომ არც ისე კარგად,მაგრამ არც ისე ცუდადაა საქმე თბილისის მაღაზიებში.რას ნიშნავს ეს? საკმაოდ ბევრი კარგი სამოსია,მაგრამ ასტრონომიული ფასებით.ხოლო რასაც შედარებით დემოკრატიული ფასი აქვს იმ სამოსის მორგება და ტანზე ნახვა არ დაგჭირდებათ,უბრალოდ გვერდზე გაიხედავთ და დაინახავთ სხვას მსგავს სამოსში.
 სახლში ვბრუნდებოდი,როდესაც გზაზე ''Second Hand''_ი შემხვდა.ნუ გაიქცევით და ნურც  ''new tab''_ში გახსნილ ჩემს ბლოგს გამორთავთ. მაღაზიის ეს უკანასკნელი სახეობა არც ისე ურიგო არჩევანს გვთავაზობს,არც ისე ურიგო ფასებითა და თუნდაც ბრენდებით.არჩევანი თქვენზეა,თუ რაიმე კონკრეტულად გაინტერესებთ,არ მოგერიდოთ,მომმართეთ.თამამად შემიძლია ვთქვა,რომ თბილისის მაღაზიების ''Guru'' ვარ.




No comments:

Post a Comment

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...